„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1218
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019381
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1218

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალურ აღწერილობებში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ით. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტს ლარში) და არ უნდა აღემატებოდეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტს ლარში). ამავდროულად, სააგენტო თანადაფინანსებას განახორციელებს ეროვნულ ვალუტაში ცალკეული ტრანშის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ოდენობა შეიძლება, შეადგენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა − პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ისა, საწარმოს კაპიტალში შენატანის სახით. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობა აღემატება 62 500 (სამოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ბენეფიციარს უფლება აქვს, გადაჭარბებული თანხა არ შეიტანოს საწარმოს კაპიტალში;“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2015.
როდის იქნა მიღებული „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1218. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019381.
სად არის „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1218, 11.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019381 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2879613/