„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1940
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1940

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების  ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით  დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2):

ა)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს.“;

ბ)  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ით. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი) და არ უნდა აღემატებოდეს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარი). ამავდროულად, სააგენტო თანადაფინანსებას განახორციელებს ეროვნულ ვალუტაში, ცალკეული ტრანშის გაცემის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ზე ნაკლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ჯამური ღირებულება აღემატება     625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს.“;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.“.

 

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2016.
როდის იქნა მიღებული „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1940. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022268.
სად არის „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1940, 27.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022268 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3411054/