„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1119
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1119

2014 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №1)

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ.ა) არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის (გარდა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა), ფრინველის, თევზის შეძენა;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. VI კომპონენტი – შეღავათიანი აგროკრედიტი ატმის შემსყიდველი საწარმოებისთვის. კომპონენტის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს მხოლოდ ატმის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ატმის შეძენას.“;

   გ) მე- 3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

     „12. VIII კომპონენტი – „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის:

ა) ამ კომპონენტში სესხები გაიცემა, მხოლოდ ახალი, შემდეგი სასოფლო‑სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის მიზნით:

ა.ა) მხოლოდ ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების და მწვანილის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;

ა.ბ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული‑მეხორცული);

ა.გ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);

ა.დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების საწარმო;

ა.ე) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

 ა.ვ) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ა.ზ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ა.თ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

ბ) VIII კომპონენტის ფარგლებში სესხი არ შეიძლება გაიცეს ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად.“;

დ) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს პროფილის შეცვლა (VII და VIII კომპონენტების შემთხვევაში).“;

ე) ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ‑მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი