„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№807
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №807

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „ჰ11“ და „ჰ12“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ11) საგრანტო პროექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო;

12)გრანტი – საგრანტო პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება;“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“, „ჰ15“ და „ჰ16“ ქვეპუნქტები:

 „ჰ14) სახელმწიფო საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

15) მუნიციპალური საწარმო − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი;

16) სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო − სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები; ასევე სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე.“;

გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.“;

დ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (გარდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა);“;

ე) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა (სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც შეიმუშავებს სააგენტო სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე);“;

ვ) მე-7 მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71 .შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის  კომპონენტის ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის (ალკოჰოლური სასმელები)

1. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობის მიხედვით, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები (ალკოჰოლური სასმელები) იყოფა 2 კატეგორიად: ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) და ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 600 001 აშშ დოლარიდან 2 000 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი).

2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი):

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთისა და სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დგინდება სესხის მოცულობიდან და ვალუტიდან (სესხი ლარში ან დოლარში) გამომდინარე:

ა.ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, არა უმეტეს სესხის გაცემიდან 84 (ოთხმოცდაოთხი) თვის მანძილზე. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით  

არა უმეტეს 15%-ისა

150 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით

არა უმეტეს 14%-ისა

1 000 001 ლარიდან 600 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ჩათვლით                

არა უმეტეს 13%-ისა;

ა.ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, არა უმეტეს სესხის გაცემიდან 84 (ოთხმოცდაოთხი) თვის მანძილზე. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარი -

75 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 12%-ისა

75 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 11%-ისა;

ბ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით ამავე პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება;

გ) დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს. თითოეული სესხი არ უნდა იყოს 20 000 ლარზე (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარი) ნაკლები;

დ) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის სესხის თანხით შესაძენი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

ე) სესხის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით, დარეგულირდება მე-7 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.

3. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის მიმდინარე სესხის ნაშთის ჯამური მოცულობა წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში შეადგენს 600 001 აშშ დოლარიდან 2 000 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი):

ა) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთისა და სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დგინდება სესხის მოცულობისა და ვალუტიდან (სესხი ლარში ან დოლარში) გამომდინარე:

ა.ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს არა უმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსება გაიცემა  მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 26 თვის განმავლობაში. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით  

არა უმეტეს 15%-ისა

150 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით

არა უმეტეს 14%-ისა

1 500 001 ლარიდან 2 500 000 ლარის ჩათვლით

არა უმეტეს 13%-ისა

2 500 001 ლარიდან 2 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ჩათვლით

არა უმეტეს 12%-ისა;

ა.ბ) დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს არა უმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსება გაიცემა  მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 26 თვის განმავლობაში. საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარი -

75 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 12%-ისა

75 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 11%-ისა

600 001 აშშ დოლარიდან 1 000 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 10%-ისა

1 000 001 აშშ დოლარიდან 2 000 000 აშშ დოლარის ჩათვლით

არა უმეტეს 9%-ისა;

ბ) დასაშვებია წინამდებარე პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით ამავე პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება, თუ არ იზრდება ნარჩენი სესხის ვადა, თანხა და სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა;

გ)  დასაშვებია ამ პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით მხოლოდ 71 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის რეფინანსირება;

დ) დაუშვებელია ამ პუნქტის ფარგლებში პარალელური სესხების გაცემა;

ე) ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის სესხის თანხით შესაძენი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე;

ვ) მსესხებელი ვალდებულია, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველი წლის რთველის სეზონზე, შეისყიდოს ბოლო 3 წლის რთველის სეზონებს შორის ყველაზე მეტი მოცულობის შესყიდულ ყურძენზე დამატებით 0.5 ტონა ყურძენი, ყოველ გაცემულ 1 000 აშშ დოლარზე გადაანგარიშებით და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა წარადგინოს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოდან ცნობა შესაბამისი რაოდენობის ყურძნის შესყიდვაზე, ხოლო თუ მსესხებელს არ განუხორციელებია ყურძნის შესყიდვა უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე, სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვალდებულია, მიიღოს 0,5 ტონა  ყურძენი ყოველ გაცემულ 1 000 აშშ დოლარზე გადაანგარიშებით და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა წარადგინოს სააგენტოში სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოდან ცნობა შესაბამისი რაოდენობის ყურძნის შესყიდვაზე;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ გავრცელდება მსესხებელზე იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 3 წლის რთველის სეზონებზე ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მიერ მიღებული ყურძნის მაქსიმალური მოცულობა ერთ-ერთ რთველის სეზონზე აღემატება 5 000 ტონას. ამ შემთხვევაში, მისი ვალდებულება განისაზღვრება სესხის პირველი ტრანშის მიღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად არანაკლებ 5 000 ტონა ყურძნის შესყიდვით;

თ) თუ მსესხებლის მიერ ამ პუნქტის ფარგლებში აღებული სესხით ხდება 71 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სესხის რეფინანსირება, მსესხებლის ვალდებულება განისაზღვრება ახალი სესხის ოდენობიდან ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ი) თუ მსესხებელს გააჩნია პარალელური სესხ(ებ)ი 71 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, მსესხებლის ვალდებულება განისაზღვრება მიმდინარე სესხის ნაშთის ჯამური მოცულობიდან ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

კ) იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირველი ტრანშის გაცემა განხორციელდება შესაბამისი წლის პირველი ივლისის შემდგომ, ამ პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირველ წლად განისაზღვრება მომდევნო წლის რთველის სეზონი;

ლ) სესხის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება მე-7 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.“;

თ) მე-8 მუხლის 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.შეღავათიანი აგროკრედიტის/შეღავათიანი აგროლიზინგის პირობები საგრანტო პროექტისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის/შეღავათიანი აგროლიზინგის სპეციალური პირობები საგრანტო პროექტისთვის რეგულირდება ამ განკარგულებით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობებით.“.

2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2):

ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფო საწარმოსა;“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არა უმეტეს ერთი ბიზნესგეგმა. ამასთან, იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს თანადაფინანსების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ბენეფიციარს, არ შეიძლება იყოს მეორე კომპონენტის ბენეფიციარი.“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია შეღავათიანი აგროკრედიტით ან შეღავათიანი აგროლიზინგით დაფინანსების შემდეგი პირობები:

ა) შეღავათიანი აგროკრედიტის/აგროლიზინგის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს თანადაფინანსების პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. ამასთან, შეღავათიანი აგროკრედიტ(ებ)ის/აგროლიზინგ(ებ)ის მაქსიმალური მოცულობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოს პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ამასთან:

ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში განაცხადის წარდგენის მომენტისთვის სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტით, მის მიერ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მისაღები შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალების კომპონენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500 000 აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობის განაცხადის წარდგენამდე არ სარგებლობდა შეღავათიანი აგროკრედიტით, მის მიერ შემდგომში შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტისთვის მოთხოვნილი შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 აშშ დოლარს ან ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ამ განკარგულებით დამტკიცებული ორივე პროექტის („შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობები“) ფარგლებში ჯამურად.“;

დ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

  „7. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთებია:

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი)

30 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

 

არა უმეტეს 15%-ისა

30 001 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

 

არა უმეტეს 14%-ისა

100 001 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

 

არა უმეტეს 13%-ისა

200 001 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა ლარში

 

არა უმეტეს 12%-ისა.

8. აგროლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს აგროლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.

 9. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება აგროლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის აგროლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.“;

ე) მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეგიონების მიხედვით დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალი:

ა) კახეთი – კურკოვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

ბ) შიდა ქართლი – კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

გ) ქვემო ქართლი – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

დ) მცხეთა-მთიანეთი – კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი კულტურები და ყურძენი;

ე) სამცხე-ჯავახეთი – კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

ვ) იმერეთი – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

ზ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – კურკოვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთი – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი;

ი) გურია – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები და ყურძენი;

კ) აჭარა – კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.“;

ვ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საწარმო.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი