„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №213

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ  მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31.12.213 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქცია (დანართი №7).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №7

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქცია

გახსოვდეთ:

–   თქვენ ემსახურებით საზოგადოებას;

– უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

– თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით;

– უნდა დაიცვათ ეთიკის კოდექსით დადგენილი კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები;

– დაუშვებელია პროფესიული მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებით;

– უნდა იყოთ შეურიგებელი კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ მოახსენოთ ზემდგომ  თანამდებობის პირებს და შესაბამის  ორგანოებს;

– არ ისარგებლოთ ბოროტად სამსახურებრივი ინფორმაციითა და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად;

–   უნდა იყოთ კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ;

– კოლეგებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს;

– კოლეგებთან უნდა აწარმოოთ კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის  მიუღებელი ფორმით  გამოხატვა;

– სამსახურებრივი ურთიერთობისას თავი უნდა შეიკავოთ ფამილარული ურთიერთობებისაგან;

–   თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას;

– დაუშვებელია დისკრიმინაცია პირის მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ასაკის, განათლების, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიხედვით;

– თქვენი აგრესიულობა იწვევს დაკავებულის/განთავსებულის საპასუხო აგრესიას;

– დაკავებულ/განთავსებულ პირს უნდა მოეპყროთ ჰუმანურად. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის, დადგენილი შინაგანწესისა და დღის წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

– დაკავებულ/განთავსებულ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს დროებითი განთავსების ცენტრის  მოსამსახურეთა ქმედებები;

– დაკავებულ/განთავსებულ უცხოელს უფლება აქვს, დაამყაროს კონტაქტი თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

გევალებათ:

– პირის მიერ ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში უზრუნველყოთ ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

– თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ უზრუნველყოთ ხელმძღვანელის ინფორმირება;

– უზრუნველყოთ დისციპლინურ დარღვევებზე სათანადო რეაგირება;

– გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს;

– გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით;

– ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას დაიცვათ იერარქიული წესრიგი და სუბორდინაცია;

–  ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა, იყოთ წვერგაპარსული;

– საკუთარ თავზე სისტემატური მუშაობა პროფესიონალიზმისა და ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად;

– პირებთან ურთიერთობისას იყოთ თავაზიანი, მომთმენი და ისაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე;

– განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება ადამიანის ღირსების სრული დაცვით;

– განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროთ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს;

– განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები, როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კანონიერი საფუძლის გარეშე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე;

– დროებითი განთავსების ცენტრში პირის მიყვანისთანავე უზრუნველყოთ მისთვის გასაგებ ენაზე უფლებების, ვალდებულებების, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის  განმარტება;

– დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირის დათვალიერებისა და შემოწმებისათვის იმავე სქესის თანამშრომლის გამოყოფა;

– დროებითი განთავსების ცენტრში დაკავებისას/განთავსებისას ექიმის მიერ შემოწმების, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და მესამე მხარისათვის დაკავების ფაქტის შესახებ შეტყობინების უფლების უზრუნველყოფა;

– დაკავებული/განთავსებული პირის მიმართ პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა;

– დაკავებული პირის რელიგიური და მორალური ფასეულობების პატივისცემა;

– მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  და მისცეთ მას კანონიერად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება;

– თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა რეგულარული შემოწმება მათი  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს ინფორმირება;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირების მიერ ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;

– დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა;

 – ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას.

 

გეკრძალებათ:

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლური სასმლის მიღება ან სამსახურში გამოცხადება/ყოფნა ნასვამ მდგომარეობაში;

– ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა ნებისმიერი თანხის, საჩუქრისა და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

– პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

– ესკორტირებისას დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

– პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვაში, ასევე პოლიტიკური მიზნით მასობრივ შეკრებებსა და მანიფესტაციებში  მონაწილეობა;

– სამორიგეოს მიტოვება და ძილი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას (გარდა გრაფიკით დადგენილი პერიოდისა);

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ზომის სამკაულის ტარება (საყურე, ყელსაბამი, სამაჯური) და მკვეთრი მაკიაჟის გამოყენება;

– დაკავებულ/განთავსებულ პირთან საუბრის დროს სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

– დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონითა და ინსტრუქციებით, აღემატება დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების უსაფრთხოების სტანდარტებს და არაკანონიერია;

– ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  ღირსების შემლახველი მოპყრობა;

– დაკავებულ/განთავსებულ პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა;

– თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში პირის გაძევების პროცედურების წამოწყება;

– მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით;

– დროებითი განთავსების ცენტრში იარაღის ტარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული  შემთხვევებისა;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, გარდა დაკავებულის გაქცევის მცდელობის აღკვეთის, ასევე იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდები საკმარისი არ არის დაკავებული პიროვნების, სხვა პირების ან/და შენობის/ინვენტარის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №213. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016425.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №213, 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2714667/