„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №853 |
|
2015 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №999 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის (დანართი №1) მე-2 თავის 2.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.5. პოლიციელისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის და სხვა.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული მესაზღვრის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №5
მესაზღვრის ქცევის ინსტრუქცია გახსოვდეთ: -თქვენ ემსახურებით საზოგადოებასა და სახელმწიფოს; -თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება უმკაცრესად; -უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან; -თქვენი აგრესიულობა იწვევს მოქალაქეთა საპასუხო აგრესიას; -თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას; -სხარტად გააანალიზეთ სიტუაცია და იმოქმედეთ გაბედულად; -იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ. გევალებათ: -გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს; -გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმელი და ატარებდეთ მას დადგენილი წესის შესაბამისად; -საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან იყოთ თავაზიანი და მომთმენი, მოუსმინოთ და ესაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე; -გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული დანაშაულის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით; -პირის მიერ შესაბამისი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, განახორციელოთ გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა განცალკევებულ ადგილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); -განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა ადამიანის ღირსების სრული დაცვით; -შემთხვევის ადგილზე მიხვიდეთ დროულად, ჩაატაროთ აუცილებელი, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და დაიცვათ შემთხვევის ადგილი; -გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოთ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა/ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლთა/თავშესაფრის შესაძლო მაძიებელთა დაკითხვა/გამოკითხვა მათი იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მარშრუტების, ორგანიზატორების, ხელშემწყობი პირებისა და სხვა შესაბამისი გარემოებების დასადგენად; -განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები, როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობისთვის არიან დაკავებული; -მოეპყროთ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული სიფრთხილით, მათი ასაკის შესაბამისად; -მოეპყროთ ქალებს განსაკუთრებული სიფრთხილით; -მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში და მისცეთ მას ლეგალურად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება; -თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ; -შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოათავსოთ თავშესაფრის მაძიებელი პირები კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთაგან ან საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ პირთაგან განცალკევებით; -ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას; -დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა; -აღმოუჩინოთ დახმარება განსაცდელში მყოფ პირებს ზღვასა და სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთებზე; -საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოთ დახმარება ქალებს, არასრულწლოვნებს, მოხუცებს, უნარშეზღუდულ პირებს და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ პირველადი სამედიცინო დახმარება; -იმ შემთხვევაში, თუ პირი გთავაზობთ ქრთამს, შეატყობინოთ ზემდგომ თანამდებობის პირს; -თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ აცნობოთ ხელმძღვანელობას; -ხელმძღვანელთან და დაქვემდებარებულ პირთან სამსახურებრივ ურთიერთობაში არ გასცდეთ კოლეგიალურ და პროფესიულ ზღვარს; -გაუფრთხილდეთ უწყების ინფრასტრუქტურასა და ქონებას, ხოლო დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აცნობოთ ხელმძღვანელობას; -დროულად გამოცხადდეთ სამსახურში და ეფექტიანად გამოიყენოთ სამუშაო დრო; -სისტემატურად იმუშაოთ საკუთარ თავზე პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. გეკრძალებათ: -ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა; -საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას მუქარა, ირონია, ქედმაღლური ტონითა და ჟარგონით საუბარი; -სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პირთან საუბრის დროს სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი, მზის სათვალის ტარება; -სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა; -უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომანქანით პატრულირება და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული; -სატრანსპორტო საშუალებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული; -ავტომანქანით პატრულირებისას უცხო პირთა მანქანაში ჩასმა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული; -თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში პირის გაძევების პროცედურების წამოწყება; -მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით; -დაკარგულად გამოცხადებული პირის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნული პირის თანხმობის გარეშე განმცხადებლისათვის შეტყობინება; -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშავოთ არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; -ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრისა და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ; -პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება; -უწყების ქონების პირადი მიზნებისათვის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება; -სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება; -სამორინეში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში სათამაშოდ შესვლა; -სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; -სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა; -სხეულზე გამოსაჩენ ადგილზე სვირინგის გაკეთება; -უნიფორმასთან ერთად საიუველირო ნაკეთობების ან სხვა სახის ხელოვნური მორთულობების თვალსაჩინოდ ტარება საქორწინო ბეჭდისა და მაჯის საათის გარდა; -სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა; -სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; -პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებსა და პოლიტიკური მიზნით გამართულ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №853. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016493.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №853, 06.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016493 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3030239/