„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N45 დადგენილება (სსმ, 59, 03/12/2010).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება (შემდგომში- წოდება) შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა,თუ მისი მოღვაწეობა და განცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების,ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2.
წოდება შეიძლება მიენიჭოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს,განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3.
წოდება ენიჭება პიროვნებას ლანჩხუთის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის,საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის,რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ლანჩხუთელთა თაობისათვის. წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4.
წოდება დასტურია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ,განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის, პატივგებისა და აღიარებისა.
5.
წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია,გარდა უღირსი ჩადენისა,სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივის შემთხვევაში,რასაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 2🔗.
წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1.
წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედ წევრს;
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ)
საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
დ)
საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
ე)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
ვ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2.
წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატის ღირსების,ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;
დ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
3.
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამადანტო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია, რომელიც კომისიის დასკნის სახით წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
4.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
მუხლი 3🔗.
წოდების მინიჭება
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ იქმნება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში - საბჭო).
2.
საბჭოს რაოდენობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3.
საბჭო რეკომენდაციას იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
4.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
5.
წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადაეცემა მოწმობა და დიპლომი, შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.
6.
წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას გადასცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4🔗.
წოდების მქონე პირის უფლებები
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარგებლოს ყველა იმ პრივილეგიებითა და შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა)
მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში.
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი,უნარიანი და კეთილსინდისიერი ლანჩხუთელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.