„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №212

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და  ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241)  შეტანილ იქნეს ცვლილება  და №71 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
plansheti.docx ⬇

დანართი №71

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი 1

ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; მოკლესახელოებიანი პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური;წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 2

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; პირისფერი პერანგი; შავი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 3

ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შავი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: მოკლესახელოებიანი პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 4

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი კეპი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: პირისფერი პერანგი: შავი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სამკლავური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემოკრული ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტილიზებული ემბლემა. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“.

1. ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – მაშველთა საერთაშორისო სიმბოლოზე, ორანჟზე ლურჯი სამკუთხედი; გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარს აკრავს ლურჯი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით – „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“; „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვრით.

2. დროშა – წარმოადგენს ოთხკუთხა ლაჟვარდისფერ (ლურჯი) მატერიას, პროპორციით – 2/3. დროშის კანტონში ზედა მარჯვენა კუთხეში, თეთრ კვადრატზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი – წმ. გიორგის სიმბოლო, მარცხენა ნაწილში – სააგენტოს ემბლემა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №212. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016424.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №212, 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016424 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2769460/