თუმცა, კომისიის წევრებს შეუძლიათ თითოეულ მოწმეს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენს და სრულყოფს მათ ჩვენებას, ან მოიპოვონ მოწმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იმ ფარგლებში, რაც საჭიროა სიმართლის დასადგენად.

მხარეთა წარმომადგენლებმა და მრჩევლებმა არ უნდა შეაჩერონ მოწმე, როდესაც ის თავის ჩვენებას იძლევა, მათ არც პირდაპირი შეკითხვის დასმის უფლება აქვთ; თუმცა, მათ შეუძლიათ სთხოვონ პრეზიდენტს, მოწმეს ისეთი დამატებითი შეკითხვა დაუსვას, რასაც ისინი მიზანშეწონილად თვლია