საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №548
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცეს უფლება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს:
ა) სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის, რეაბილიტაციის ან/და მოვლის ღონისძიებების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ხე-ტყის დამზადების ღონისძიებების, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებისა და სხვა საქმიანობის შესრულების მიზნით, სპეციალური ტექნიკით (ტრაქტორები, ბულდოზერები, ექსკავატორები, ლაფეტები, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანები და სხვა მსგავსი) მომსახურების ან/და ამავე ტექნიკით სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განსახორციელებელი სპეციალური ჭრების უზრუნველყოფის მიზნით, ხე-ტყის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი