საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1498
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, არასაბიუჯეტო შემოსავლების ფარგლებში, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო 439 190 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაათი) ლარის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი