📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 378 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ 89% 30.03.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ 88% 20.12.2017 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 88% 26.07.2018 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ 88% 21.12.2017 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2015 წლის 6 აპრილი დ. ხარაგაული ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემოღებული იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები. 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  განისაზღვროს 1 ლარით; გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის  3  ლარით. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/ და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს; ბ) მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური პირისათვის განისაზღვრება 0.5 ლარის ოდენობით; გ) იურიდიული პირისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 15 ლარით. დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0.5 ლარის ოდენობით, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 25 ლარით ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143 – 173 კმ. გზის ) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა 1 მ 3 ნარჩენზე განისაზღვროს 25 ლარით. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით) აზარტული, აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს: ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი; გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი; დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 30 000 ლარი; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 12%. ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ  განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 11 000 ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი15/03/2012) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე