საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№632
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №632

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის, 2015 წლის 10 მარტის, №11 სხდომის ოქმის გათვალისწინებით:

1. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფა, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში და ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსება“ - პროგრამული კოდის დამატება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი