ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №67 8
2015 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის ( EBRD)ყოველწლიური შეხვედრისუზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქ. თბილისში 2015 წლის 13-15 მაისს გასამართი ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით:
1. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2015 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად, ღონისძიებაში მონაწილე და მათ თანმხლებ პირებს.
2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის მიზნით.
3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამდივნოსა და ყველა წევრ-სახელმწიფოს შეატყობინოს, რომ საქართველოს მხრიდან არაღიარებული სახელმწიფოების მოქალაქეთა საქართველოში, როგორც ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში, შემოშვება არ გულისხმობს ნებისმიერი ფორმით მათ აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 01.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №678. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018969.
- სად არის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №678, 01.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018969 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2813002/