ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილების მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№726
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №726

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილების მოწონების თაობაზე

1.  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებით მოწონებულ წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობებში (შემდგომში - პირობები) შესატანი ცვლილება (2.3 და 2.10 პუნქტები) და წინადადებების (initial offers) წარდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 1 მაისის 18 საათამდე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პირობებით გათვალისწინებული, შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული სხვა ვადების კორექტირება და ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი