1. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023