1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, –

გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686 – სსმ I, №51, 30.12.2000წ., მუხ.149

საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №783 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.22

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2566 – სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.36

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №197 – სსმ I, №16, 26.07.2008წ., მუხ.117

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4530 – ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 4
აპრილის

კანონი №2116
–
ვებგვერდი, 19.04.2018