1. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ ან მეტჯერ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3116 – სსმ I, №30, 29.06.2010წ., მუხ.1