1. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა ან შესაბამისი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.