1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
4. იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2018 წლის
20
ივლისის
კანონი №3154
–
ვებგვერდი, 30.07.2018