1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა, –
გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება, –
გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
[
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1106 – სსმ I, №31, 01.11.2001წ., მუხ.123
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2109 – სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.292
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1058 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
[მუხლი 159
6
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024