სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1106 – სსმ I, №31, 01.11.2001წ., მუხ.123

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2109 – სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.292

[მუხლი 159
5
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024