შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №882
2015 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“(საიდენტიფიკაციო კოდი №404947475) მიერ სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისათვის“ სათანადო დახმარების გაწევა და დანართი №1-ით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიდანართი №1
1. ტროტილი 0,454 კგ–იანი TNT (ბლოკები)–10 (ათი ) კგ.
2. კაფსულ–დეტონატორი /კდ–8/ ალუმინის გარსით –50 (ორმოცდაათი) ცალი.
3. ელ.დეტონატორი /ედპ/ სპილენძის გარსით – 30 (ოცდაათი) ცალი.
4. სადეტონაციო ზონარი – 100 (ასი) ცალი.
5. 7,62X54 მმ ტყვიამფრქვევი – 3 (სამი) ერთეული (დროებით სარგებლობაში).
6. 7,62X54 მმ ვაზნა ,,X“ ფუჭი - 5000 (ხუთიათასი) ცალი.
7. 7,62X54 მმ ვაზნის ლენტი (200 ვაზნაზე) – 6 (ექვსი) ცალი (დროებით სარგებლობაში).
8. შავი დენთი 10 კგ.