შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1827
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სტუდია-99“-ის მიერ ფრანგულ-ქართული მხატვრული ფილმის, „ზამთრის სიმღერის“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „სტუდია-99“-ისათვის სათანადო დახმარების გაწევა და 5 (ხუთი) დღის ვადით, 1 (ერთი) ლარის სანაცვლოდ, დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. ტანკი T-72 – 2 ერთეული;
2. ბტრ - 80 (ჯავშანტრანსპორტიორი)– 5 ერთეული;
3. საარტილერიო ქვემეხი – 3 ერთეული;
4. ავტომანქანა ტენტიანი „კრაზი“ – 2 ერთეული;
5. გამწე „ურაგანი“–1 ერთეული;
6. ავტომანქანა „კრაზი“ (პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისათვის) – 5 ერთეული;
7. ავტომანქანა „კრაზი“ (პ/შ კვების ტრანსპორტირებისათვის) – 1 ერთეული;
8. საპატრულო ავტომანქანა (ტექნიკის გაცილებისათვის) – 2 ერთეული;
9. ავტომანქანა „კრაზი“– 1 ერთეული;
10. სნაიპერის შაშხანა (CVD) – 5 ცალი;
11. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (RPG-7B) – 10 ერთეული;
12. ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი (ბაზუკა)– 10 ერთეული;
13. ავტომატის ფუჭი ვაზნები (7.62 MM) – 150 ცალი;
14. ხელის ფუჭი ყუმბარა (სასწავლო)– 10 ერთეული;
15. პისტოლეტი „პმ“– 2 ერთეული;
16. პისტოლეტი (სასიგნალო)– 2 ერთეული;
17. გასროლა (სასიგნალო) 26 მმ. – 10 ცალი;
18. ზურგჩანთა – 40 ცალი;
19. ფორმა კომუფლირებული (ფორმა, მ/ყ ფეხსაცმელი, მაისური) - 43 წყვილი;
20. 10-კაციანი კარავი – 1 ერთეული;
21. ასეულის ზომის ქვედანაყოფი – 140 კაცი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“?
- „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 09.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1827. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017821.
- სად არის „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, №1827, 09.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017821 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2546167/