შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1186
2015 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „გრინ ფის“ და ინდური კინოკომპანია ,,First Frame Entertaiments Pvt“-ის მიერ მხატვრული ფილმის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „გრინ ფისათვის“ (ს/კ №205254366) 10 (ათი) დღის ვადით, დანართით განსაზღვრული ქონებით უზრუნველყოფა და სათანადო დახმარების გაწევა.
2. შპს „გრინ ფიმ“ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უზრუნველყოს:
ა) 2 835 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარის მიმართვა სახელმწიფო ხაზინის მიმღების ანგარიშზე ;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2 (ორი) სარეკლამო რგოლის გადაღება ყველა ხარჯის დაფარვით, გარდა სამხატვრო ხარჯისა;
ბ.ბ) რუსთაველის კინოთეატრში არანაკლებ 3 ნებისმიერ სეანსზე, მხატვრულ ან ანიმაციურ ფილმზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა უსასყიდლოდ დასწრება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. ტანკი „T-72“ - 2 ერთეული (დროებით სარგებლობაში).
2. უნაგირა „გამწე“ - 2 ერთეული (დროებით სარგებლობაში).
3. მუზარადი რკინის - 100 ცალი (დროებით სარგებლობაში).
4. ფუჭი ვაზნა 7,62X54 - 500 ცალი.
5. კვება (მშრალი ულუფა) - 40.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“?
- „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 08.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1186. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019299.
- სად არის „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, №1186, 08.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019299 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2872352/