ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №416
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი თანდართული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ჩამოსულ სტუმართა სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხე-ბის შეუფერხებელი განხორციელება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს დელეგაციების მიღებისა და გაცილების ღონისძიებათა სათანადოდ განხორციელება.
4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურს (გ. გორგილაძე) უზრუნველყოს დელეგაციის წევრთა საქართველოს აეროპორტში VIP-2 სამთავრობო გასასვლელით სარგებლობა.
5. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პ რემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ღონისძიებათა ხარჯთა ნუსხა
| დასახელება | თანხა (ლარობით) |
| დარბაზის დაქირავება სხდომის გასამართავად | 7 500 |
| საზეიმო ვახშამი | 10 000 |
| საჩუქრები სტუმრებისათვის | 30 000 |
| ტრანსპორტის ხარჯები | 10 000 |
| სიმბოლიკისა და ბუკლეტების დამზადება | 5 000 |
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | 7 500 |
| სულ ხარჯები: | 70 000 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“?
- „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“ მიღებულია 14.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №416. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ“, №416, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2055145/