შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1059
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ და შპს „კორომხეთი ჯორჯიას“ შორის, 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტიის (755 000 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 755 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“?
- „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“ მიღებულია 25.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1059. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019233.
- სად არის „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე“, №1059, 25.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019233 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2858868/