საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№788
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №788

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.

2. ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის შემცირების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. კვირიკაშვილი