მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2015 წლის 12 ივნისი ქ. მარნეული |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „მყარი ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც ფიზიკური პირებისთვის, 2016 წლის 15 იანვრამდე, არ იმოქმედებს სანქციები:
1.
2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე.
2.
2კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე.
3.
დიდი მოცულობის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე.
მუხლი 2
განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენის ღია წესით დაწვაზე.
მუხლი 3
განისაზღვროს დანართი 2–ის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან.
|
დანართი №1
ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები
1.
მარნეულის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგში მითითებული ტერიტორიებისა: სამედ ვურღუნი, რუსთაველი, 26 მაისი, აღმაშენებელი, გამსახურდია, კოსტავა, 26 მაისის მოედანი, ძველი “ალგეთის ლეკვები“-ს ტერიტორია, კულტურის სახლის სკვერი; სამედ ვურღუნის მოედანი; ყიზილაჯლო; ნარიმანოვის ქუჩა; გოგებაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; ყარყარაშვილისა და ერეკლე II ქუჩები; ბორჩალოელის ქუჩა; გიორგაძის ქუჩა; მაზნიაშვილის ქუჩა; 26 მაისის ქუჩა, ჩიხი IV; რუსთაველის ქუჩის №3; 5; 6; 7; 9; 11; 18; 20; 21; 23; 37; 39; 41; 44; 46; 48; 49; 50; 52; 77; 81; 81ა; 86; 86ა; 87; 89; 86ბ; 104; 118; ნარიმანოვის ქუჩა №1; მაზნიაშვილის ქუჩა; გამსახურდიას ქუჩა; ჩოლოყაშვილის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სამხედრო ქალაქი №1; ჯავახიშვილის ქუჩა; ალგეთის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სულხან საბას ქუჩა);
2.
ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
3.
კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეული;
4.
კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული;
5.
კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეული;
6.
დამია–გეურარხის ადმინისტრაციული ერთეული;
7.
ახკეპის ადმინისტრაციული ერთეული;
8.
ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეული;
9.
სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული;
10.
შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეული;
11.
შულავერის ადმინისტრაციული ერთეული;
12.
თამარისის ადმინისტრაციული ერთეული;
13.
წერაქვის ადმინისტრაციული ერთეული;
14.
წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული;
15.
ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეული;
16.
ყიზილ–აჯლოს ადმინისტრაციული ერთეული;
17.
ყულარის ადმინისტრაციული ერთეული;
18.
ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული;
დანართი №2
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია
1.
მარნეულის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგში მითითებული ტერიტორიებისა: სამედ ვურღუნი, რუსთაველი, 26 მაისი, აღმაშენებელი, გამსახურდია, კოსტავა, 26 მაისის მოედანი, ძველი “ალგეთის ლეკვები“-ს ტერიტორია, კულტურის სახლის სკვერი; სამედ ვურღუნის მოედანი; ყიზილაჯლო; ნარიმანოვის ქუჩა; გოგებაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; ყარყარაშვილისა და ერეკლე II ქუჩები; ბორჩალოელის ქუჩა; გიორგაძის ქუჩა; მაზნიაშვილის ქუჩა; 26 მაისის ქუჩა, ჩიხი IV; რუსთაველის ქუჩის №3; 5; 6; 7; 9; 11; 18; 20; 21; 23; 37; 39; 41; 44; 46; 48; 49; 50; 52; 77; 81; 81ა; 86; 86ა; 87; 89; 86ბ; 104; 118; ნარიმანოვის ქუჩა №1; მაზნიაშვილის ქუჩა; გამსახურდიას ქუჩა; ჩოლოყაშვილის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სამხედრო ქალაქი №1; ჯავახიშვილის ქუჩა; ალგეთის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სულხან საბას ქუჩა).
2.
ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
3.
კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეული;
4.
კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული;
5.
კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეული;
6.
დამია–გეურარხის ადმინისტრაციული ერთეული;
7.
ახკეპის ადმინისტრაციული ერთეული;
8.
ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეული;
9.
სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული;
10.
შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეული;
11.
შულავერის ადმინისტრაციული ერთეული;
12.
თამარისის ადმინისტრაციული ერთეული;
13.
წერაქვის ადმინისტრაციული ერთეული;
14.
წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული;
15.
ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეული;
16.
ყიზილ–აჯლოს ადმინისტრაციული ერთეული;
17.
ყულარის ადმინისტრაციული ერთეული;
18.
ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“ მიღებულია 12.06.2015. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.159.016201.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.07.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“, №22, 12.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2875340/