„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №326 |
|
2015 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1);
ბ) სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2).“.
2. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სურსათისა და ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათის, სურსათთან დაკავშირებული ტარის სერტიფიცირების რეგულირების პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა, მიმღები ქვეყანა, სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;
ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი.“;
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.”;
დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით .“;
ე) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულ ჟურნალში.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიცაა აღნიშნული სერტიფიკატი. დუბლიკატი გაიცემა დაუყოვნებლივ, მაგრამ შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა.“.
|