„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4083-რს
სარეგისტრაციო კოდი
040170310.05.001.017893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

 „გ1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნასამართლობის შესახებ ცნობა;“;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. აკრძალულია სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

12. აკრძალულია, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.“.

2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლის 12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება.“.   

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივლისი 2015 წ.

N4083-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4083-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040170310.05.001.017893.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4083-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.017893 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2927366/