„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1612-VIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.020573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს:

ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს:

ა.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას;

ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის შემთხვევაში, ხოლო თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი − ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე;

გ) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 

16. თუ პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გათავისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8917 მუხლი:

„მუხლი 8917. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა

ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

25 მაისი 2022 წ.

N1612-VIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

უმაღლესი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2022.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1612-VIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.05.001.020573.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1612-VIIIმს-Xმპ, 25.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.020573 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5466946/