შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები.
2.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა)
ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
ბ)
საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარი.
3.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა)
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა.ა)
II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.ა.ა)
განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 350 ლარი;
ა.ა.ბ)
განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 150 ლარი.
ა.ბ)
III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.ბ.ა)
განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში –
1000 ლარი;
ა.ბ.ბ)
განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში –
700 ლარი;
ა.ბ.გ)
განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში –
400 ლარი.
ა.გ)
IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.გ.ა)
განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში –
4500 ლარი;
ა.გ.ბ)
განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში –
2000 ლარი;
ა.გ.გ)
განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში –
1500 ლარი.
ბ)
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ბ.ა)
განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ.ბ)
განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში –
100 ლარი;
4.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის შემდეგი ოდენობით:
ა)
ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 ლარი;
ბ)
ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 ლარი;
გ)
ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარ