განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები:
ა)
მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე – 0.50 ლარი, ამავდროულად ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
ბ)
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – 15.00 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
2.
ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არაა გათვალისწინებული.
3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განახორციელოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმ