განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემდეგი განაკვეთები სახეობების მიხედვით:
ა)
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1600 (ერთი ათას ექვსასი) ლარი;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ –
ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე –
კვარტალში 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2.
მოსაკრებლის ადმინისტრირება განხორციელდეს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა