ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2015 წლის 3 აგვისტო ქ. მცხეთა |
|
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ის მოქალაქეები (შემდგომში – მოსარგებლეები), რომელთაც სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-მდე სარეიტინგო ქულა;
ბ) I და II ჯგუფის ინვალიდები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ესაჭიროებათ გათბობის ალტერნატიული საშუალება – შეშა და მათ საცხოვრებელ მისამართზე არ ფიქსირდება ბუნებრივი აირი.
ა) განცადება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (ფორმა-1);
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის მითითებით, რითაც დასტურდება მათი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი;
დ) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის მიერ შეშის მიღების შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრზე შეშა აღარ გაიცემა.
3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახზე შეშა გაიცემა ერთჯერადად.
4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია) განიხილავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც კომისიის სხდომის ოქმის სახით წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს.
5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3;
6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.
7. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რიგგარეშე სხდომების ჩატარება.
8. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვაინეს მესამე დღისა.
9. ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რის შემდგომაც იგი წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
10. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას შეშით დახმარების შესახებ.
2. შეშა მოსარგებლეებზე გაიცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებათა რიგითობის პრინციპის დაცვით.
3. შეშის გაცემა იწარმოებს მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
4. შეშის გადაცემისას მოსარგებლესა და შეშის გაცემაზე უფლებამოსილ პირს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.