2015 წლის აგვისტოს თვეში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თბილისში გასამართ მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის ორგანიზებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების გატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1611
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019663
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1611

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

2015 წლის აგვისტოს თვეში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თბილისში გასამართ მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის ორგანიზებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების გატარების შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, 2015 წლის აგვისტოს თვეში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თბილისში გასამართ მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება, ამ ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო რესურსის მოძიება და სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე მიმართვა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით მონაწილეთა და მათი თანმხლები პირების ტრანსპორტირების უსაფრთხოება.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს ღონისძიებაში მონაწილეთა და მათი თანმხლები პირების ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება და საჭიროების შემთხვევაში, VIP მომსახურება.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების 2015 წლის აგვისტოს თვეში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თბილისში გასამართ მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი