„სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1153 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2078
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2078

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1153 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ

1. „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1153 განკარგულების საფუძველზე, დამტკიცდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის სანაცვლო კომპენსაციის თანხით შესაძენი დანადგარებისა და ღონისძიებების ნუსხა თანდართული სახით.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალი ხედვის არის მქონე რადარისთვის საჭირო კოშკურის მშენებლობისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხების გათვალისწინება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას.

3. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, 2016 წლის ბოლომდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს მეტეოროლოგიური რადარული და სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მაღალგამართლებადი პროგნოზების მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებების გეგმა.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი