საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1617
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1617

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქ. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

გ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

დ) 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ე) 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – თიანეთის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაციის ხარჯების დასაფინანსებლად;

ვ) 100 000 (ასი ათასი) ლარი – ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ზ) 100 000 (ასი ათასი) ლარი – კვიპროსში ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციის, ინვენტარიზაციისა და პოპულარიზაციის ხარჯების დასაფინანსებლად;

თ) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი – თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ი) 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – საფარის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

კ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და გენერალური გეგმის კორექტირების ხარჯების დასაფინანსებლად;

ლ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

მ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ნ) 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – ქ. თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი