საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1686
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, უნივერსისტეტის ქ. №2-ში მდებარე 375 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.06.008.080) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით შპს „ZINI“-სთვის (ს/კ 430797836), 2015 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი