საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1547
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №16-ში მდებარე 395 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.006) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით, 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ აგვისტომდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს „ფუდ ფართისათვის“ (ს/ნ: 442570530) გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 1 580 (ერთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი