საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1565
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №16-ში მდებარე 395 კვ.მ უძრავი ქონებისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.006) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით, 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აგვისტომდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს „ფუდ ფართისათვის“ (ს/ნ: 442570530) გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 1 580 (ერთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი