1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2014
წლის 30 ნოემბრის
კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

საქართველოს 2015 წლის
8

ივლისის კანონი
№3929
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 22
მარტის

კანონი
№480
- ვებგვერდი, 27.03.2017