„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.018855
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №469

2015 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი  სამედიცინო განათლების პროგრამის“:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც:

ა) ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში), აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში და მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განახორციელონ იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2.  №2 დანართის (საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესი):

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) კანდიდატებს, რომელთაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებიც გადიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში ამ პროგრამის №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და აქვთ მზაობა, მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. კანდიდატმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) შესაბამისი განცხადება;

ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ ან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

გ) მე-7 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შერჩევა ტარდება იმ ადგილებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი