„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.148.016293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge  08.08.2014 წ., 010250040.35.148.016198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გამგებლისათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  22-ე მუხლის მე-4 პუნქტი     ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი

კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, საკრებულოს რეგლამენტის 110-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში, ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 118-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  852, 853, 854, 855  მუხლებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის    საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10  პუნქტი:

„10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშების გამოქვეყნება.“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 132-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“.

ნ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 132-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა  შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“

ო) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 135-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში -საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები –   მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსის, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – საკრებულოში  წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების და გამგებლის წარმომადგენლების წლიურ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“;

ჟ) რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი წერილობითი ინიციატივა – საკრებულოში  მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს ან/და  გამოცხადდეს საჯაროდ .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი