„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2018 წლის 17 იანვარი ქ. ბაღდათი
|
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა-„ა.გ, „ბ.ა-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ს “ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს. ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგი ქვეპუნქტების ნუმერაცია გაგრძელდეს შემდეგი თანმიმდევრობით“ „ე.ზ“, „ე.თ“, „ე.ი“, „ე.კ“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად.“
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) იზრუნოს კვალიფიკაციის, კარიერული განვითარებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. სპეციალური მოთხოვნები დგინდება მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა დგინდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერული განვითარება.“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის, მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის მიერ სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოხელეს, მერის ბრძანების შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციების შესრულება ან/და სხვა ფუნქციების შესრულება და გათავისუფლდეს ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან, კერძოდ:
ა) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში – მომიჯნავე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.“.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მერი/მერია უფლებამოსილია შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს.“.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 34-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი ს " შესაბამისად და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მერიის სამართლებრივი აქტები;
ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;
გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ტერიტორიული ორგანოს მისამართი);
დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
მ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;
ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ტ) საზოგადოებრივი ინტერესების შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.“.
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 35-ე მუხლი ამოღებული იქნეს.
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის რეორგანიზაცია არის მერიის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება მერიის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა, შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.“.
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია არის არსებული სამსახურის ნაწილობრივ ამ მთლიანად ახალი სტრუქტურის შექმნა ან/და სამსახურის ფუნქციების და ამოცანების სხვა სამსახურთან შერწყმა.
2. მერიის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.".
|