1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ რეკეტირს, თანამდებობის პირს, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს ან მის ახლო ნათესავს ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირს მფლობელობაში აქვს უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი მის მიმართ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286

საქართველოს 2013 წლის

1
3
ნოემბრის კანონი №15

25
- ვებგვერდი,22
.11.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2151
–
ვებგვერდი, 01.05.2018წ.

თავი XLIV2

წარმოება პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმის განხილვასთან დაკავშირებით

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.2