1. თუ სასამართლომ ამ კოდექსის 3563 მუხლის შესაბამისად ქონება ცნო რეკეტულად ან რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონება ცნო უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.
2. თუ ქონების რეკეტულობა, უკანონობა ან დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ დასტურდება, მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას, კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.
3. თუ რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნება შეუძლებელია, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.
4. რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286
საქართველოს 2013 წლის
1
3
ნოემბრის კანონი №15
25
- ვებგვერდი,22
.11.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2151
–
ვებგვერდი, 01.05.2018