1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში.
2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის მიმართ.
3. თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან დაკავშირებული პირის მიმართ.
4. „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას „ქურდული სამყაროს“ წევრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ.
5. ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მიმართ.
6. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან დაკავშირებული პირის მიმართ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მიმართ.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441
საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3035 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.163
საქართველოს 2013 წლის
1
3
ნოემბრის კანონი №15
25
- ვებგვერდი,22
.11.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2151
–
ვებგვერდი, 01.05.2018