1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას, როდესაც გამოცხადდა რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე მხარის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით ან საკონსულო წესით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286

საქართველოს 2013 წლის 13 ნოემბრის კანონი №1525 - ვებგვერდი, 22.11.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 18
აპრილის
კანონი №2151
–
ვებგვერდი, 01.05.2018